ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს.

3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.46% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
Print