კორონავირუსი
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში პატიმართა 64% აიცრა
FaceBook
საქართველოს საპატიმროებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 6 002 პატიმარი, რაც მათ 64%-ს შეადგენს.
საქართველოს პენიტენციური სამსახურის ცნობით, პატიმართა 48%-ი (4 523 ადამიანი)სრულად ვაქცინირებული, ხოლო 16 % ერთჯერადად.
,,ვაქცინაციის პროცესში ჩართულები არიან არასრუწლოვანი მსჯავრდებულებიც", - აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია 20201 წლის 18 მაისიდან დაიწყო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს.
ქვეყანაში ვაქცინაცია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის", "სინოვაკის" ვაქცინებით ტარდება და ამ დროისთვის საქარველოში სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

Print