ახალი ამბები
"ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტებს აცრაზე უარს ეუბნებიან"
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმები პაციენტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს ეუბნებიან.
ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა. ქალაქში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მინისტრმა თქვა, რომ მოსახლეობისთვის ვაქცინა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"მსგავსი შემთხვევები საკმაოდ  ხშირია და დღეს მნიშვნელოვანი არის რომ ყველამ  ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი  პროფესიული პასუხისმგებლობაა და მოსახლეობას მივცეთ მეტი ხელმისაწვდომობა უსაფრთხო ვაქცინაციაზე. ვატარებთ კონსულტაციებს ექიმებთან.  მათ გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც  იციან, რომელ პაციენტს უნდა ეთქვას უარი აცრაზე და  რა მოსამზადებელი პერიოდი არის საჭირო იმისთვის, რომ პაციენტის უსაფრთხო ვაქცინაცია მოხდეს", - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე, ისაუბრა საველე ჰოსპიტლებზე და განაცხადა, რომ მათი გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.
Print