ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართება
FaceBook
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დღეს შეხვედრას თბილისში გამართავს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებზე საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში თბილისში, პარლამენტის სასახლში იმსჯელებენ.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა.

პროექტს 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.



Print