ახალი ამბები
საქართველოში ჯამურად 791 863 აცრა ჩატარდა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად 791 863 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 237 149 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, 14 აგვისტოს აიცრა 23 010 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: "ფაიზერი","ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".
Print