ახალი ამბები
5 579 დაინფიცირდა, 50 ადამიანი გარდაიცვალა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

Print