ახალი ამბები
საქართველოში 11 აგვისტოს 26 979 ადამიანი აიცრა
FaceBook
საქართველოში 12 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 688 940 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

11 აგვისტოს აიცრა 26 979 პირი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ვაქცინაცია "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკით" ტარდება.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3



Print