ახალი ამბები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმერეთის 80-მდე ამბულატორიაშია შესაძლებელი
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონების ამბულატორიებშიც მიმდინარეობს.
იმერეთის რეგიონში აცრის გაკეთება 80-მდე  სოფლის ამბულატორიულ ცენტრში შეუძლიათ, სადაც სპეციალურად გადამზადებული ექიმები  მოემსახურებიან.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრციაში განმარტავენ, რომ ამბულატორიებში იმუნიზაციის პროცესი მოქალაქეებს აქტიურობაზე დამოკიდებული. 

"შესაძლოა, ერთდროულად არ მუშაობდეს 80-ივე ცენტრი, ეს დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე და სურვილზე".

ბაღდათი, წყალტუბო, ტყიბული, სამტრედია, ვანი - ამ მუნიციპალიტეტებში მკვიდრებმა უკვე გაიკეთეს   კოვიდსაწინააღმდეგო აცრები. 


იმუნიზაცია სოფლის ამბულატოროებში დილის  10:00 საათიდან იწყება და საღამოს 18:00 საათამდე გრძელდება.

ამბულატორიებში ისევე როგორც კლინიკებში ხელმისაწდომია კორონავირუსის საწინაარმდეგო ოთხი ვაქცინა : ფაიზერი, ასტრაზენეკა,სინოვაკი და სინოფარმი.



აცრა იმერეთის  80-მდე სოფლის ამბულატირიულ ცენტრშია  ამბულატორიულ ცენტრში
Print