ახალი ამბები
გარდაიცვალა 49, დაინფიცირდა 5 128 ადამიანი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
სახელმწიფო პორტალ stopcov.ge-ის თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 310 ადამიანი. ვებგვერდის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ჯანადაცვის სამინისტროში საველე ჰოსპიტლების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.

"თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Print