ახალი ამბები
კოვიდინფიცირებულებისთის ახალი პორტალი ამოქმედდა
FaceBook
კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ კორონავირუსი შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ.

პორტალიზე მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

"აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი 112-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა და 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება", – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
Print