ახალი ამბები
ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო
FaceBook
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახელობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი მიზანია თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს მართებული ინფორმაცია, თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად ერთვება ინფორმაციის გავრცელების პროცესში. მათივე განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 10 000 საინფორმაციო ბუკლეტის დარიგებას სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

საინფორმაციო  კამპანიის ჩატარება COVID-19-ის ვაქცინის ეროვნული გეგმის მიხედვითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მთავრობას მასობრივი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ უნდა დაეწყო.
Print