ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17 3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.
Print