ახალი ამბები
კოვიდრეგულაციები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა
FaceBook
10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება

პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილებზე;

სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება;

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში;

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში;

დღეს კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს კიდევ 54 ადამიანი ემსხვერპლა.


Print