ახალი ამბები
„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
FaceBook
"ფაიზერის" მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

"აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია "ფაიზერით" ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები", - განცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ვაქცინაცია "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკით" ტარდება.
Print