ახალი ამბები
შსს-ს 19 ათასზე მეტი თანამშომელი ვაქცინირებულია
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით ამ ეტაპზე სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.

მათ შორის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის; საპატრულო პოლიციის; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის; დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონის თანამშრომლები.

შსს-ს ცნობით ისინი  ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც "სინოვაკის" და "სინოფარმის", ასევე "ფაიზერის" ვაქცინით.

Print