ახალი ამბები
"სინოვაკი“ 86%-ით ამცირებს ვირუსით გარდაცვალების რისკებს - კვლევა
FaceBook
ჩილეს ჯანდაცვის უწყების მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ მოხსენებაში "სინოვაკის" დადებით შედეგებზეა საუბარი.

როგორც ირკვევა COVID -19 ვაქცინა "სინოვაკი" 58.5%-ით ეფექტურია სიმპტომური ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

ვაქცინა 86%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, 89,7%-ით იცავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში შესვლის აუცილებლობიდან და 86%-ით ეფექტურია მოსახლეობაში სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნა ჩილეს ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რაფაელ არაოსმა პრესკონფერენციაზე.

აპრილში, ამავე კვლევამ აჩვენა, რომ სინოვაცი 67% -ით ეფექტური იყო სიმპტომური დაავადების პროფილაქტიკაში.


Print