ახალი ამბები
დაინფიცირებული 4 233, გარდაცვლილი 38 - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 994 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334 პირი, აჭარაში - 4 453, იმერეთში - 2 795.



Print