კორონავირუსი
საქართველოში სრულად 161 542 ადამიანია ვაქცინირებული
FaceBook
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 161 542 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 506 680 აცრა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ვაქცინაცია "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკით" ტარდება.
Print