ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.68 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 315, იმერეთში - 2 602.


Print