კორონავირუსი
"ფაიზერის'' ვაქცინის 17 955 დოზაა დარჩენილი
FaceBook
ვაქცინის დასაჯავშნ პორტალზე  https://booking.moh.gov.ge 28 ივნისს, "ფაიზერის" ვაქცინას 28 000 დოზა დაემატა, თუმცა ამ დროისთვის 17 955 დოზაა დარჩენილი.  
პორტალზე ,,ფაიზერის'' ვაქცინა სამჯერ განულდა. განულების შემდეგ ჯერ 900-მდე შემდეგ კი 28 000 დოზა ფაიზერი დაემატა.

"ფაიზერით" ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ 5 ათასამდე ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ პირებს ე.წ. ბუსტერ დოზაზე რეგისტრირების მცდელობისთვის. ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.

საქართველოში შემოტანიდან ზუსტად 4 დღეში "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი - ფაიზერის 19 194 დოზა, სინოფარმის 105 695, სინოვაკის 89 436 და ასტრაზენეკას 18 158 დოზა.

24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.


Print