ახალი ამბები
"კვირის ბოლომდე გაიხსნება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები'' - თამარ გაბუნია
FaceBook
ქვეყანაში კვირის ბოლომდე ვაქცინაციის დამატებითი ცენტრები გაიხსნება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგი ამის საშუალებას იძლევა.

თამარ გაბუნიას თქმით, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი სასურველზე ორჯერ ნაკლებია.

"ორშაბათს დაიწყო ფაიზერით ვაქცინაცია. ბოლო ორი დღის განმავლობაში( 26 ივლისს და 27 ივლისი)  ვაქცინირებული პირების რაოდენობა იყო 14 000-მდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე იგეგმება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გაზრდა იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. 25-30 ათასი არის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მიიღწეს'', განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი.
Print