ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე - ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმებმა ვაქცინის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ იციან.

„ჩვენ ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

27 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი
Print