კორონავირუსი
ვაქცინის დაჯავშნის პორტალს „ფაიზერის“ ახალი დოზები დაემატა
FaceBook
ვაქცინაციის დასაჯავშის პორტალს ,,ფაიზერის'' ახალი 900-ზე მეტი დოზა დაემატა.
ფაიზერის ვაქცინი პორტალზე გუშინ განულდა, დღეს დილით კი ახალი დოზები დაამატეს, ამ ეტაპზე ხელმისაწდომია 502 დოზა ფაიზერი.

"ფაიზერით" ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ 5 ათასამდე ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ პირებს ე.წ. ბუსტერ დოზაზე რეგისტრირების მცდელობისთვის. ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.


საქართველოში შემოტანიდან ზუსტად 4 დღეში "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და  სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.


Print