ახალი ამბები
დაინფიცირდა 3666, გარდაიცვალა - 17 ადამიანი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 1335 ადამიანი გამოჯანმთელდა.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, მზარდია დადებითობის მაჩვენებლი.

"დადებითობის მაჩვენებელი 9 %- ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები", - ამბობს გოჩა გიორგიძე.

გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთში 4189 კვლევა გაკეთდა. აქედან ვირუსი 362 პირს დაუდასტურდა.
Print