ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბა. სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე საზოგადოებას მოუწოდებს ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

"დადებითობის მაჩვენებელი 9 %- ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები"
, - ამბობს გოჩა გიორგიძე.

გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთში 4189 კვლევა გაკეთდა. აქედან ვირუსი 362 პირს დაუდასტურდა.
Print