კორონავირუსი
„ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ისევ პრობლემაა
FaceBook
"ფაიზერის" პირველ დოზებზე ვაქცინაცია განახლდა, თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო, მოქალაქეები ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ.

ადგილები თითქმის ამოწურულია თბილისსა და ქუთაისში. პორტალზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე "ფაიზერზე" მხოლოდ 4 417 ადგილის დაჯავშნაა შესაძლებელი.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება. პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ  საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.
Print