კორონავირუსი
ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ასტრაზენეკას საჩუქრად გაუგზავნის
FaceBook
დღეს საქართველოს 15 ათას დოზა ასტრაზენეკას კოვიდვაქცინას საჩუქრად გაუგზავნიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

"კოვიდ-19-ის პანდემიამ დიდი ხანია გადალახა ეროვნული და კონტინენტური საზღვრები, ამიტომ ვალდებული ვართ, დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეგულარულად ვერ იღებენ ვაქცინას, ამ გადამდებ დაავადებასთან საბრძოლველად'' - წერია ლიეტუვის ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისს საქართველოში ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. აღიშნული დოზები ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმით, სინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

დღეს, 23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი.
Print