ახალი ამბები
"ფაიზერით'' ვაქცინაცია 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერზე" რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.
თამარ გაბუნიას თქმით, დაწესებულებების რაოდენობა, "ფაიზერზე" აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში და მოქალაქეები შეძლებენ არა მარტო დიდ ქალაქებში არამედ რაიონულ დაწესებულებებშიაიცრან.რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, გაბუნიას თქმით, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც "ფაიზერი" საქართველოში შემოვა.

"პირველი დოზა ვინც გაიკეთა "ფაიზერის" გასული კვირების განმავლობაში, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ.დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს.

ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. "ფაიზერის" ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა "ფაიზერის" ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა 14 ივლისს შემოვიდა ქვეყენაში. ნახევარი მილიონი დოზა კი 24 ივლისს შემოვა.
Print