ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 133 648 პირი
FaceBook
21 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 374 685 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი.

ამ ეტაპზე საქართველოში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი : ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი.

ფაიზერის 28 000 დოზა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა და ყველა ადგილი იმ დღესვე დაიჯავშნა.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია  15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
Print