კორონავირუსი
ფაიზერით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან შესაძლებელია
FaceBook
საქართველოში ფაიზერით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან შესაძლებელი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანება 21 ივლისს გამოქვეყნდა.
ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA  ვაქცინა ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. ამ ტიპის ვაქცინას საქართველოში სწორედ ფაიზერ წარმოადგენს.

"აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს", — ნათქვამია ბრძანებაში.

15 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 16 წლიდან ასაკის ბავშვებში ფაიზერ-ით აცრა მალე დაიწყებოდა.

ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა 14 ივლისს შემოვიდა ქვეყენაში.

ფაიზერ-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

ფაიზერ-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ფაიზერ-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შექმნა. ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
Print