ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 970 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382.
Print