კორონავირუსი
კოვიდგადატანილებს აცრა 30 დღეში შეეძლებათ
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ვაქცინის გაკეთება ერთ თვეში გახდება შესაძლებელი.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ინფიცრებიდან 120 დღეში არის დაშვებული აცრა. ამ კვირაში იცვლება და ჩამოვა 30 დღემდე და ყველას შეეძლება უფრო ადრე აცრა", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს მოქმედი რეგულაციით, ვაქცინაციის დაყოვნების პერიოდი იმ პირებისათვის, რომლებსაც ტესტირებით ინფექცია დაუდასტურდათ, 120 დღით არის განსაზღვრული.

საქართველოში ამ ეტაპზე ოთხი ვაქცინით ხდება იმუნიზაცია: ფაიზერი,ასტრაზენეკა,სინოფარმი და სინოვაკი.

ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა და ყველა ადგილი იმავე დღეს დაიჯავშნა.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.



Print