ახალი ამბები
"არც მინდა გავიმეორო სიტყვები - "დაკეტვა" - ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლო ჩაკეტვაზე
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდით მიღწეული შედეგები, ტურისტების რაოდენობის მატება და სხვა წარმატებები წყალში ჩაიყრება. განცხადება მან მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

"მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ხელახლა მოგვიწია შეზღუდვების დაწესება. არც მინდა გავიმეორო სიტყვები - "დაკეტვა" და ა.შ. ყველაფერი მოვხსენით, მათ შორის ნიღბის ტარება ქუჩაში, რადგან გაუსაძლისი იყო პირბადით სიარული, მაგრამ თუ ადამიანს სურს, მას შეუძლია ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, თუმცა დახურულ სივრცეში, ასევე ტრანსპორტში ნიღბები არის სავალდებულო. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მოვხსენით“,
- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის და ყველა უნდა აიცრას.

შეგახსენებთ, დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 2616 იყო, ხოლო გარდაცვალების - 26.
Print