ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 694, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 399.
Print