ახალი ამბები
"Pfizer''-ის ვაქცინაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია
FaceBook
ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინაზე გამოცხადებული ყველა ჯავშანი უკვე შევსებულია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციის პორტალი არ ჩაირთო. ამის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პორტალი მაღალი მიმართვიანობის გამო გაითიშა.

მოგვიანებით, ვებგვერდი შეფერხებებით ამუშავდა, თუმცა დღის ბოლომდე ყველა ჯავშანი შეივსო.

საქართველოში ამ დროისთვის Pfizer-ის 28 000 დოზაა შემოსული. Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში 14 ივლისს  ჩამოვიდა. ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

Pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.


Print