ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 95, შიდა ქართლი - 55, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 122, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 315, პირი, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 062.
Print