ახალი ამბები
"ეპიდსიტუაცია უარესდება'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
,,ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი უარესდება და შესაძლოა მძიმე მე-4 ტალღაში შევიდეთ'', - ასე შეაფასა ქვეყანაში განვითარებული ეპიდსიტუაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

"25-26 ივლისიდან მაჩვენებლებმა ზესვლა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. ანუ, უფრო მეტი ინტენსივობით ცირკულირებს. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რაც შეიძლება მეტი გადავავადოთ და შევაკავოთ მე-4 ტალღის ქვეყანაში განვითარება. ამისთვის უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უფრო გავაფართოვოთ ტესტირება და ადრეული გამოვლენა შესაბამისად, იზოლირება ინფიცირებული ადამიანების",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა - 11 ადამიანი.
Print