ახალი ამბები
''საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება'' - თამარ გაბუნია
FaceBook
ბავშვებში კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობის გამო პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

"გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელს.

თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგივიწია დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში 1 862 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print