ახალი ამბები
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრა 12 ივლისიდან დაიწყება
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
"ასტრაზენეკას" მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია და თავად აცრა კი 12 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" მარაგი ამოიწურა, რის გამოც მოქალაქეები კუთვნილი მეორე დოზის მიღებას ვერ ახერხებდნენ.
Print