ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 673 შემთხვევა, აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 932 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676, იმერეთში - 1 045
Print