ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემტხვევა დადასტურდა
FaceBook
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 804, აჭარაში - 151, იმერეთში - 402.


სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 931პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680, პირი, აჭარაში - 685, იმერეთში - 983.
Print