ახალი ამბები
ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა "ასტრაზენეკას'' ვაქცინა აჩუქა
FaceBook
ავსტრიამ საქართველოს  5 000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა აჩუქა.
ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

"ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ", - წერს ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოში დღეს მმასობრივი იმუნიზაცია დაიწყო,

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან, ხოლო  "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
Print