ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 964 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 607 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 368 022-ს შეადგენს.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 353 231-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.09%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
Print