ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 311 პაციენტი მკურნალობს. მათგან 129 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 779.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 453 პისიარ ტესტით.

29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.69%.


Print