ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 352 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 363 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 350 466, გარდაიცვალა 5275 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2,34%%.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება.


Print