ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 585 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 522-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 349 658-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 8, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 887 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456, პირი, აჭარაში - 593, იმერეთში - 1 058.
Print