ახალი ამბები
რესტორნები ღამის თორმეტ საათამდე იმუშავებენ
FaceBook
კომენდანტის მოხსნის მიუხედავად, რესტორნებს მუშაობის უფლება კვლავ  შეზღუდულად ექნებათ.
ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, შეზღუდვა ასევე შეეხება ღამის კლუბებს და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ სხვა დაწესებულებებს.

"რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, მათ შორის ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ეს ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე", - თქვა ღიბრაძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს  დღევანდელი  გადაწყვეტილებით, დღეიდან იხსნება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, ხოლო 1-ლი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. 



Print