ახალი ამბები
"ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანას აანონსებს.

მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ვაქცინას ქვეყანა ორ კვირაში მიიღებს. ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინას ყიდულობს მთავრობა, თუმცა, ჯერ კიდევ მაისში საუბარი იყო "ფაიზერზე".

"ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის აქტიურ პროცესს", - განაცხადა პრემიერმა.

ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 22 ივნისიდან პირბადის ტარება მხოლოდ დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში იქნება სავალდებულო ღია სივრცეში კი სამედიცინო ნიღაბზე რეგულაცია მოიხსნება.

პირველი ივლისიდან უქმდება ე.წ. კომენდანტის საათიც.
Print