ახალი ამბები
კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება
FaceBook
საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ.

გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა. მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა. გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნა.


Print