ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 365 პაციენტი მკურნალობს. მათგან 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 119.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 პისიარ ტესტით.

21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.
Print